Sunday, March 27, 2016

მეოთხე დღე

ვნახეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები ,გადავხედეთ ზმნებს და დოკუმენტი შევინახეთ კურსის რესურსებში. გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას . ვისაუბრეთ ზოგად ,თემატურ,და შინაარსობრივ კითხვებზე.მოვიშველიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რჩევების დოკუმენტი.მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენი პროექტისათვის.დავწერეტ ელექტრონულ ღრუბლებში.გავუზიარეთ ტრენერს და ერთმანეთს მივეცით უკუკავშირები.

Saturday, March 26, 2016

მესამე დღე

ჩვენ მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის სტანდარტები და ინდიკატორები საიტიდან ncp.ge. გადმოვიტანეთ ჩვენი გეგმის შაბლონში ინდიკატორებიდან გამომდინარე გავწერეთ სასწავლო პროექტის მიზნები, რომლებიც განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ გეგმაში.


Sunday, March 20, 2016

მეორე დღე

გავიხსენე წინა დღის მასალა, ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან მასალაზე .შევქმენით პორტფოლიო ,შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი XXIსაუკუნის უნარჩვევები და პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტი.ჩეკლისტის მაგალითზე განვიხილეთ რა არის ჩეკლისტი და როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასებისას.ვიმსჯელეთ საპროექტო იდეების გარშემო.ვუპასუხეთ წინასწარი დაგეგმვის კითხვებს,გაუზიარეთ ერთმანეთს საპროექტო იდეები.შევჯერდით საბოლოო იდეებზე.

Saturday, March 19, 2016

პირველი დღე

1დღეს გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს და ვისწავლე სახელმძღვანელოს ნავიგაცია, გავეცანი შაბლონს ,დავათვალიერე ორი მზა პროექტი რომელიც ძალიან მომეწონა. ,გავეცანი ncp.ge სადაც დეტალურად გავიარე სტანდარტი ,ინდიკატორი ,მიზანი. შევქმენი ახალი ბლოგი.