Sunday, April 10, 2016
მერვე დღე
გავწერეთ აქტიმობები ,სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის. დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა. შევავსეთ ყველა პუნქტი. პორტფოლიოს საქაღალდე გადავიტანეთ ღრუბლებში.
Saturday, April 9, 2016
მეშვიდე დღე
შეფასების მოკლე მონახაზში გავწერეთ ჩვენს მიერ არჩეული შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენების მიზანი, მოვიფიქრეტ აქტივობები იმ მიზნებიდან გამომდინარე . გავწერეთსასწავლო პროცედურები და ასევე შევიტანეთ საბაზისო უნარ -ჩვევები.
Sunday, April 3, 2016
მეექვსე დღე
განვიხილეთ, შეფასების სხვადასხვა ფორმები. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის პრსზენტაციის ჩეკლისტი. შემდეგ ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი , პრეზენტაციის სახით. ჩვენი პრეზენტაცია ავკრიფეთ ღრუბლებში.
Saturday, April 2, 2016
მეხუთე დღე
ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია.ვიხილეთ თითოეულ სტრატეგიაშიშესული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ თითოეული სტრატეგიის გამოყენების მიზნობრიობა .შევავსეთ შეფასების გეგმა. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
Sunday, March 27, 2016
მეოთხე დღე
ვნახეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები ,გადავხედეთ ზმნებს და დოკუმენტი შევინახეთ კურსის რესურსებში. გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას . ვისაუბრეთ ზოგად ,თემატურ,და შინაარსობრივ კითხვებზე.მოვიშველიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რჩევების დოკუმენტი.მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენი პროექტისათვის.დავწერეტ ელექტრონულ ღრუბლებში.გავუზიარეთ ტრენერს და ერთმანეთს მივეცით უკუკავშირები.
Saturday, March 26, 2016
მესამე დღე
ჩვენ მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის სტანდარტები და ინდიკატორები საიტიდან ncp.ge. გადმოვიტანეთ ჩვენი გეგმის შაბლონში ინდიკატორებიდან გამომდინარე გავწერეთ სასწავლო პროექტის მიზნები, რომლებიც განვიხილეთ ჯგუფში და შევიტანეთ გეგმაში.
Sunday, March 20, 2016
მეორე დღე
გავიხსენე წინა დღის მასალა, ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან მასალაზე .შევქმენით პორტფოლიო ,შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი XXIსაუკუნის უნარჩვევები და პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტი.ჩეკლისტის მაგალითზე განვიხილეთ რა არის ჩეკლისტი და როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასებისას.ვიმსჯელეთ საპროექტო იდეების გარშემო.ვუპასუხეთ წინასწარი დაგეგმვის კითხვებს,გაუზიარეთ ერთმანეთს საპროექტო იდეები.შევჯერდით საბოლოო იდეებზე.
Saturday, March 19, 2016
პირველი დღე
1დღეს გავეცანი ინტელის სახელმძღვანელოს და ვისწავლე სახელმძღვანელოს ნავიგაცია, გავეცანი შაბლონს ,დავათვალიერე ორი მზა პროექტი რომელიც ძალიან მომეწონა. ,გავეცანი ncp.ge სადაც დეტალურად გავიარე სტანდარტი ,ინდიკატორი ,მიზანი. შევქმენი ახალი ბლოგი.
Subscribe to:
Posts (Atom)